„ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის“ კონფერენცია გაიმართა

17/09/2016

„ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია“ (EPAC) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ინიციატივით შეიქმნა და 53 ორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არიან საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები, სავაჭრო პალატები, სტრატეგიულ-კვლევით ცენტრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. EPAC-ის მიზანია, მისი წევრი ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით მხარი დაუჭიროს ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას.

EPAC საქართველოს მთავრობასთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ენერგეტიკულ საკითხებზე. ენერგეტიკული სტრატეგიის და პოლიტიკის (ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმის) შემუშავებისას აქტიურად ახორციელებს საჯარო სექტორთან კონსულტაციებს და დიალოგს. მაქსიმალურად ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს. ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტროს გეგმების მოკლე აღწერას (გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო, მზარდი ინვესტიციები, რეგიონალური ვაჭრობის განვითარება და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0