ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება

30/09/2020

„ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ორჯერ უფრო დაბალი კლების ტემპი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი. კერძოდ, აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში – მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწრაფი პროგრესით ხდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ საქსტატის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0