ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები და ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სინქრონულად მუშაობენ

23/01/2016

უფრო განწყობის ნაწილია ის, რასაც დღეს ბაზარზე ვხედავთ, ვიდრე რეალურად ფუნდამენტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განაცხადა.
“საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სინქრონულად მუშაობენ. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვაქვს, პრაქტიკულად ყოველდღიურად და ყოველდღიურად არის ანალიზი, როგორც ვალუტის შემოდინებაზე, ისე გადინებაზე. მინდა მოგახსენოთ, რომ ცვლილებები არ არის შემოდინება-გადინებაში, აქედან გამომდინარე, უფრო განწყობის ნაწილია ის, რასაც ჩვენ ახლა ბაზარზე ვხედავთ, ვიდრე რეალურად ფუნდამენტი”, – განუცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0