ეკონომიკა იზრდება, 14.4%-იანი ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი და ფულადი გზავნილები.
„იანვარში გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, ეს ძალიან სასიხარულოა. მინდა, საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე, რომ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა პრემიერმა.