ეკლესიის წინააღმდეგ ფარული თუ ღია ბრძოლა არავის შეგრჩებათ

16/02/2017

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“პასუხი აგონ ხელისუფლების იმ უნამუსო წევრებმა, რომლებმაც ამ დღეებში ყველაფერი გააკეთეს ეკლესიის სახელის შესაბღალად. თუ პატრიარქს ან რომელიმე სასულიერო პირს არ ემუქრებოდა საფრთხე და ეს სპექტაკლი იყო ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, “რუსთავი-2″- ზე შოუების მოწყობისთვის, ძირითადი ეკონომიკური პრობლემების გადაფარვისთვის, მაშინ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომელმაც ხალხს არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა და ეს დღეები ტყუილებით გვკვება, უმკაცრესი პასუხი უნდა აგონ. განსაკუთრებით ეს ეხება პრემიერ კვირიკაშვილს, რომელმაც საზეიმოდ საუკუნის ტრაგედიის აღკვეთა ამცნო მთელს ქართულ საზოგადოებას !!! ეკლესიის წინააღმდეგ ფარული თუ ღია ბრძოლა არავის შეგრჩებათ !!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0