ეკა ბესელია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

06/02/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან მორიგი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკე ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროპის საბჭოს ოფისთან მუდმივი და ნოყოფიერი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციისა და სიახლეების გაზიარება ხდება.
„ვისაუბრეთ ძირითადად სამ საკითხზე. პირველი ეს არის საკონსიტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მომზადებული ახალი პაკეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ამ კუთხით არსებული ევროპული გამოცდილება და ევროკავშირის დირექტივები. ვისუბრეთ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზეც, რომლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმინობასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშოა ჯგუფზე. შემოთავაზებულია, რომ ექსპერტები ჩავრთოთ ამ პროცესში. ეს არის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც შეიძლება გაიზარდოს და მოხარული ვიქნები, თუ ევროპის საბჭო მხრიდან იმ ცვლილებების ექსპერტიზაში, რომელსაც სამუშაო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეიმუშავებს, ჩართული იქნება ექსპერტი. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ეს ცვლილებები იყოს ფართო კონსენსუსის საგანი“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0