ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა

13/10/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ექიმებმა მინისტრთან ერთად ჯანდაცვის კლინიკური მართვის პროტოკოლში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც 5 მობილური ჯგუფი შეიქმნა. რეანიმატოლოგებით, ინფექციონისტებითა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები მკურნალობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. ამ დროისთვის, სპეციალისტები თბილისში, აჭარასა და იმერეთში მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია კლინიკური ჯგუფის გააქტიურება, როგორც გაიდლაინებსა და თეორიულ ნაწილზე მუშაობის თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკოსი ექიმების მიერ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ოპერატიული მართვის კუთხით.

“დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ გადავედით უფრო აქტიური მართვის ფაზაზე. მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსი ექიმების უფრო მეტად ჩართვა ოპერატიული მართვის დონეზე. მივიღეთ გადაწყვეტილება ვინ იქნებიან ის წევრები, რომლებიც კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ ითანამშრომლებენ ჩვენს კლინიკებთან, რათა უფრო აქტიური მონიტორინგი განხორციელდეს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0