ეკატერინე ტიკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

19/07/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს, მიმოიხილეს არსებული პროექტები და მათი განვითარების შესაძლებლობები. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია განხორციელდეს რეფორმები და პოლიტიკა გახდეს უფრო მეტად ორიენტირებული დევნილთა სოციალურ გაძლიერებაზე, მათი დასაქმების მოტივირებასა და თვითრეალიზების ხელშეწყობაზე. რუსლან აბაშიძემ თავის მხრივ დაადასტურა აღნიშნული პოლიტიკის გატარების აუცილებლობა და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად განიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს დევნილების სოციალურ კეთილდღეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0