ეიფელის კოშკს დღეს ბელგიის დროშის ფერებში გაანათებენ

22/03/2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეიფელის კოშკს დღეს ბელგიის დროშის ფერებში გაანათებენ. როგორც პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, ეს იქნება სოლიდარობის ნიშანი ბელგიელ ხალხთან.

პარიზის სიმბოლოს ეიფელის კოშკს შავ, ყვითელ და წითელ ფერებში გაანათებენ.

პარიზის მერის განცხადებით, ფრანგი ხალხი ბელგიელებს სრულ მხარდაჭერასა და თანაგრძნობას უცხადებს.

ან იდალგოს შეფასებით, ბრიუსელში მომხდარი მოვლენები იყო თავდასხმა თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე, ტოლერანტობასა და დემოკრატიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0