10

17/07/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუს შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის სახალხო დღესასწაული «დვაბზუობა» გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და ადგილობრივებმა მიიღეს. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. ასევე, მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. სოფლის სახალხო დღესასწაულს მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0