ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ღია კარის დღე ჩოხატაურში

08/05/2016

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, კულტურის განყოფილების ორგანიზებით, კრიმანჭულის სკვერში, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიება ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემოქმედებითი ნაწილით (მინი კონცერტით) გახსნეს.
ღია კარის დღის ოფიციალური ნაწილი ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის შიდა პროგრამების გაცნობით დაიწყო, რასაც დამსწრეებსა და პრორექტორ ბატონ, გოჩა თუთბერიძეს შორის დიალოგი მოჰყვა, პრეზენტაცია სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ვიდეო რგოლის ჩვენებით დასრულდა.
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სამომავლო თანამშრომლობასა და უფრო ფართო მასშტაბიან შეხვედრებს გეგმავს.
ღონისძიებას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0