ევროპის რეგიონთა ასამბლეის გადაწყვეტილება

13/07/2016

ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი შესაბამისად იმერეთის რეგიონი მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და ღონისძიებაში კენჭისყრის გარდა. 2017 წლის 1 იანვრიდან კი ერა იმერეთს ყველა იმ უფლებებსა და სტატუსს მიანიჭებს, რაც ასამბლეის სრული წევრი რეგიონებისთვის არის განსაზღვრული.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა რეგიონისთვის, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის მიზანმიმართული და წარმატებული საქმიანობის შედეგია. დადასტურებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს იმერეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ერას პრეზიდენტი ქალბატონი ჰანდე ბოზატლი და გენერალური მდივანი მეთიუ მორი. სწორედ ამ ვიზიტის დროს მოხდება იმერეთსა და ერას შორის სამომავლო ურთიერთობებისა და საქმიანობის დაგეგმვა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0