ევროპას თავისი საშინაო პრობლემები

16/06/2016

ომარ ნიშნიანიძე ტრაგედიას ვერ ხედავს თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახალ წლამდე მიიღებს, – ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყანა ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არის და საქართველომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა, რასაც დასავლეთის მაღალი რანგის ლიდერებიც ადასტურებენ. ევროპას აქვს გარკვეული პრობლემები და შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა გადაიწიოს.

“ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა. ევროპას თავისი საშინაო პრობლემები, ბუნებრივია, გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ქვეყნის შიგნითაც არიან მსურველები ვიზალიბერალიზაცია არ მივიღოთ და ამით გაიხარონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი ლობისტური კომპანიების საშუალებით მიაღწიონ ამას”, – განაცხადა ნიშნიაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი შესაძლოა არჩევნებამდეც მოხდეს, თუმცა ტრაგედია არც ის იქნება ახალ წლამდე მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია.

“მთავარია ამ გზაზე ვართ, წარმატებები გვაქვს, ყველა პირობას ვასრულებთ და ისინიც მზად არიან ამისათვის”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0