ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

07/07/2016

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ბრიუსელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი, ქეთევან ქარდავა იუწყება.
საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. საკითხის განხილვა ორივე კომიტეტზე უკვე გაიმართა და წევრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0