ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

10/11/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ესწრებოდა. შეხვედრაზე, მხარეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვისა და გარემოსდაცვითი ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს და განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისს (UNECE) და მიწის და მცენარეული საფარის ევროპული თემატური ცენტრის (ETC/ULS) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0