ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს

16/01/2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარეებმა ისაუბრეს 12-პუნქტიანი გეგმის ცალკეულ საკითხებზე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმებზე.

„ჩვენ, ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს. მისი საქართველოს პარლამენტში სტუმრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის მზადყოფნას. მისი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა შეხვდეს ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0