დღეს ჰიდროგრაფიის საერთაშორისო დღე აღინიშნება

21/06/2017

დღეს ჰიდროგრაფიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ამ თარიღთან დაავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც “პროფ-ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს ჩვენ მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეს აღვნიშნავთ – პატივცემულო მეგობრებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს!
ჰიდროგრაფია რთული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი პროფესიაა, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული დარგის წარმომადგენლები ხართ – ეს არის საქმე, რომელიც ყოველთვის საჭირო და აქტუალური იქნება.
საქართველო საზღვაო ქვეყანაა, ამ მიმართულებით წინსვლა და განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაშიც თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ, ისევე, როგორც ჩვენი მეზღვაურების უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაში.
საქართველო საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) წევრი 2015 წელს გახდა. წელს, 2017 წლის აპრილში კი პირველად მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ასამბლეაზე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. ეს ყველაფერი საქართველოში ჰიდროგრაფიის, როგორც პროფესიის განვითარებას ახალ სტიმულს და პერსპექტივებს აძლევს. ახლა თქვენ სრულფასოვანი მონაწილეები ხართ იმ საერთაშორისო პროცესის, რაც გლობალური მასშტაბით ჰიდროგრაფიული სამუშაოების გაუმჯობესებას, საზღვაო რუკების შექმნას, მათ დახვეწასა და თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას მოიცავს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თავდაუზოგავი შრომისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!
პატივისცემით, გიორგი გახარია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0