დღეს სომეხთა გენოციდის 101 წლისთავი აღნიშნეს ნინოწმინდაში

24/04/2016

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან შეკრებილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოება, სტუმრებთან ერთად დღეს სომეხთა გენოციდის 101 წლისთავი აღნიშნეს… 101 წლის წინ მომხდარი გენოციდის ფაქტი უმძიმესია მსოფლიო ისტორიაში.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჰენზელ მკოიანმა, მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელობამ, საზოგადოებასთან ერთად მსხვერპლთა წმინდა ხსოვნას მიაგეს პატივი და ეკლესიაში წირვა-ლოცვის შემდეგ ერთად სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მარადიულობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიება სამუსიკო სკოლის კონცერტით “აღორძინება” დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0