22 აპრილი დედამიწის დღეა. ის 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.
ყოველი წლის 22 აპრილს 176 ქვეყანაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით მონაწილეობს ისეთ აქციებში, როგორიცაა: ბაღების და სკვერების გამწვანება, დასუფთავება და ა.შ. ადამიანები ცდილობენ დაზოგონ ელექტროენერგია.
საქართველოში ბევრმა არ იცის, თუ რა არის 22 აპრილი და როგორ აღინიშნება ის ჩვენს ქვეყანაში. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება
დღეს დედამიწის დღე აღინიშნება
22/04/2016