დღეს, ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინიციატივა წარუდგინა

29/10/2019

“დღეს, ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინიციატივა წარუდგინა ჩვენს საზოგადოებას. წყალტუბოს აღორძინება და მისთვის თანამედროვე, უნიკალური ფუნქციის შეძენა, უდავოდ მნიშვნელოვანი სტიმულია იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, აბასთუმნის ინოვაციური პროექტისა და ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის მოცულობის ქველმოქმედების შემდეგ, ეს არის კიდევ ერთი ინვესტიცია, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდისკენ. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამ უნიკალური პროექტის განხორციელების პროცესში, რაც გულისხმობს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მისი მხრიდან ობიექტების გასხვისებას ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინვესტიციებით, იქმნება ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის სწორად განვითარებისთვის”-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0