ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, — ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა — 15, იმერეთი — 37, ქვემო ქართლი — 19, შიდა ქართლი — 21, გურია — 3, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 28, კახეთი — 17, მცხეთა-მთიანეთი — 6, სამცხე-ჯავახეთი — 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1 321, აჭარაში — 186, იმერეთში — 499. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში — 252, აჭარაში — 46, იმერეთში-147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში — 121, აჭარაში — 4, იმერეთში — 16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 — თბილისში, 81 — აჭარაში, 11 — იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინo სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში — 123. სულ 6 ოქტომბრიდან — 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია — 22 269 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 9 715 პირი, აჭარაში — 775, იმერეთში — 1 538″, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.