ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 9 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 3.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 916-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა — 37, იმერეთი — 150, ქვემო ქართლი — 37, შიდა ქართლი — 63, გურია — 43, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 95, კახეთი — 73, მცხეთა-მთიანეთი — 9, სამცხე-ჯავახეთი — 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 996, აჭარაში — 172, იმერეთში — 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 480 პირი, მათ შორის, თბილისში — 203, აჭარაში — 48, იმერეთში — 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი, მათგან თბილისში — 91, აჭარაში- 6, იმერეთში — 17. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 — თბილისში, 128 — აჭარაში, 11 — იმერეთში. 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 213, ხოლო აჭარაში — 119. სულ 6 ოქტომბრიდან — 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია — 22 683 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 7 685 პირი, აჭარაში — 723, იმერეთში — 1 389″, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.