ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ზურაბ ძნელაშვილი, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტი განსახილველად უკვე გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტში. დღგ-ის რეფორმის მიზანია, საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
12/02/2020