დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

09/05/2019

ქალაქ დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახის წევრებს, მოქალაქეებს, გამარჯვების დღე მიულოცეს და ქალაქში მდებარე შინმოუსვლელთა ობელისკი ბავშვებთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკეს: პარლამენტის, თვითმმართველობის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს: დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის სახელით, საზოგადოებას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა მერის მოადგილემ, თამაზ უნდილაშვილმა.
ვეტერანებს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი ჯილდო და პრემიერ-მინისტრის მისალოცი ბარათები გადაეცათ. ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა თემატური ლიტერატურული კომპოზიციები, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა ანსამბლ “ივერიონს”.
დუშეთის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მდგომარეობით, ცხოვრობს 9 ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი: იასონ კიტრიშვილი, შალვა ხოსრუაშვილი, იორდანე კედელაშვილი, რევაზ ბერბერაშვილი, ოთარ მახარაშვილი, მარიამ სალიაშვილი, გულნაზ ასპანიძე, ეთერ ბოძაშვილი და გიორგი ნარიმანიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0