დუშეთში, უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს 1 თვის სასურსათო მარაგი გადაეცემა

07/04/2020

მცხეთა-მთიანეთში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას აგრძელებს. ქალაქ დუშეთში, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის 1 თვის სასურსათო მარაგის გადაცემა დაიწყო. თვითმმართველობის წარმომადგენლები სასადილოს 125 ბენეფიციარს, ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებულ პაკეტს ბინაზე მიუტანენ. სოციალურ აქტივობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მოხალისეებთან ერთად შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული მოქალაქეების, სპეციალური საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მხარდასაჭერად რეგიონში შესაბამისი ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0