დუშეთში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა.

13/11/2021

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ორგანიზებითა და რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქ. დუშეთში 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. გაიმართა ახლადშექმნილი სარაგბო კლუბის „არაგველების“ პრეზენტაცია და ასევე, ჩატარდა საჩვენებლი მატჩი 15 წლამდე ასაკის მორაგბეებს შორის. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე აღნიშნულ მატჩს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან დავით კაჭარავასთან, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან და სპორტული გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. მატჩის შემდეგ დაიგეგმა აღნიშნული სპორტის სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი სხვადასხვა ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საერთო შეხვედრა ყველა იმ მწვრთნელთან თუ პედაგოგთან, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0