დუშეთში საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

15/07/2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს,დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი, მეორე და მესამე საბავშვო ბაღები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულად რეაბილიტირებულები იქნება,შესაბამისად მალე პატარები ახალ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობებში ივლიან. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.ახალი სასწავლო წლიდან პროექტის მიხედვით ახლდება როგორც შიდა ასევე გარე ფასადები,რეაბილიტირდება სამზარეულო სველი წერტილები და ყველა ოთახი. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მის მოადგილესთან და მშენებარე კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0