მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის “უკეთესი მომავლისათვის” ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. დუშეთში პროექტების მართვასთან და ადვოკატირებასთან დაკავშირებული ტრენინგების სერია ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ტრენერებმა თეონა ბაბუციძემ და ლევან მერაბიშვილმა, ისაუბრეს პროექტის სტრატეგიის, გადაწყვეტილების სახეების და ადვოკატირების მიმართულებების შესახებ არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენელთათვის. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.
დუშეთში პროექტების მართვასთან და ადვოკატირებასთან დაკავშირებული ტრენინგების სერია ჩატარდა
02/07/2019