დუშეთში, “პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის” წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29/01/2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში “პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის” (PMCG) წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “დასუფთავებისა და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება”. ნარჩენების მართვის ექსპერტმა რონი კვაჭაძემ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გააცნო მყარი ნარჩენების მართვის ელექტრონული სისტემის (PMS) ეფექტიანობის პრინციპები, რომლის დანერგვასაც გეგმავს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მიმართულებით არსებული სიტუაცია და ხარვეზები. შეხვედრას ესწრებოდნენ: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების, ა(ა)იპ დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის, იურიდიული განყოფილების, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენელები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0