დუშეთში გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრი გაიხსნა

19/02/2019

ქ. დუშეთში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“-ს მიერ დაფუძნებული რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელშიც პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ირაკლი ხმალაძე, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი.
რეგიონული ცენტრი გაიხსნა ევროკომისიის 2014-2020 წლების თემატური პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები“ ფარგლებში იმპლიმენტირებული პროექტით, რომელსაც მცხეთა-მთიანეთში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
რეგიონული ცენტრის დაარსების მიზნების, ამოცანების და პროექტის გზამკვლევის შესახებ ისაუბრეს: საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტმა აკაკი ფანჩულიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ირინა ფუტკარაძემ.
პროექტის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით, ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა და სოციალური ჯგუფებს მობილიზაცია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0