დუშეთში, ბუაჩიძის ქუჩის მოასფალტების პროცესი დაიწყო

15/08/2019

ქალაქ დუშეთში, ბუაჩიძის ქუჩის მოასფალტების პროცესი დაიწყო, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა “ენკა” ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, 13 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან იოსებ ღარიბაშვილთან და მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად, დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, ბუაჩიძის ქუჩაზე გათვალისწინებულია ორფენიანი ასფალტის საფარის, ბორდიურების და სანიაღვრე არხების მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0