დუშეთის სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია გაიმართა

18/02/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ინიციატივით, შპს “ჯეოჰოსპიტალს”-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია გაიმართა. კვლევები მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალ მზერასთან“ თანამშრომლობით ჩატარდა.
ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს კვალიფიციური კონსულტაცია და გამოკვლევები კლინიკის პროფესიონალმა ექიმებმა ჩაუტარეს. ის პაციენტები, რომელთაც აღმოაჩნდათ გართულებული მდგომარეობა და მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოუვლინდათ, შემდგომი მკურნალობისათვის დაბარებულ იქნენ მერაბ დვალის კლინიკაში შემდგომი კვლევებისათვის.
აქციაში 50-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და მსგავსი ტიპის გამოკვლევები პერიოდულად ისევ ჩატარდება მუნიციპალიტეტში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0