დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ხალხური სიმღერის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო ნიმუშები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ნადა ბიძინაშვილი. მათი თქმით, დუშეთის სალოტბარო სკოლა გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფუძნებული უფასო სკოლა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ბავშვსა თუ მოზარდს შეუძლია შეისწავლოს როგორც ქართული ხალხური სიმღერა, ასევე ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობლები.
დუშეთის სალოტბარო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა
19/06/2019