დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

01/05/2022

მესამე დღეა დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. უხვი ნალექის გამო, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, შემთხვევის ადგილზე უკვე დაწყებულია გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები. მიუხედავად ძლიერი წვიმისა, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური აქტიურად არის ჩართული გზებისა და სანიაღვრეების გაწმენდით სამუშაოებში. ღვარცოფისა და გამონატანებისგან გზების გასაწმენდად მუშაობს მუნიციპალური და შპს “არალის” მძიმე ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად უწევენ მონიტორინგს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0