დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე შესაძლებელია მოსახლეობის ვაქცინაციით ადგილზე უზრუნველყოფა ანანურის, ჟინვალის, ბაზალეთისა და მჭადიჯვრის ამბულატორიებში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და “სინოვაკით”. სოფლის ამბულატორიებში მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე და ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის” ხელმძღვანელი თამარ ანდრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ამბულატორია, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, წინასწარ სპეციალური მეთოდითაა შერჩეული, ხოლო ამცრელ ბრიგადებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე შესაძლებელია მოსახლეობის ვაქცინაციით ადგილზე უზრუნველყოფა
24/08/2021