დუშეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს

01/02/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, რომელიც ა(ა)იპ „ალექსანდრე როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ინიციატივით, ფასანაურის, ანანურის, ჭოპორტის, დავათის და ქალაქ დუშეთის საბიბლიოთეკო ფილიალებში აღინიშნა. წიგნის საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღეს: მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ბიბლიოთეკარებმა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. მათ საჯაროდ წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მთელ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0