დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

13/04/2016

ქ.დუშეთში,სააკაძის ქუჩაზე,მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის მოწყობა,რომელიც მოსახლეობას მოუწესრიგებს საყოფაცხოვრებო პირობებს. ქსელში ჩაერთვება 16 ოჯახი. აგრეთვე, ერეკლე მეორის ქუჩაზე 8 ოჯახი იყო დარჩენილი საკანალიზაციო ქსელის გარეშე,რომელთა პრობლემაც მოგვარდა. მსგავსი სამუშაოები გაგრძელდება აღმაშენებლის ქუჩაზეც ( ყოფილი სტალინის ქუჩა ).მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0