დუშეთის ისტორიული ნაწილის განახლების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

16/01/2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, გაიმართა ქვე -პროექტის- „ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება“ განსახლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა. ქვე – პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ითვალისწინებს ქ.დუშეთის ისტორიული ნაწილის კერძოდ – რუსთაველის, ერეკლე II-ს, შამანაურის, ჭავჭავაძის, კოსტავას და წმ. ნინოს ქუჩებზე არსებული შენობა – ნაგებობების რეაბილიტაციას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას განსახლებლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. საჯარო განხილვას ადგილობრივ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად აგრეთვე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი, მისი მოადგილე- ზაქარია ხეხელაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, დუშეთის მუნციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0