დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

12/09/2023

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაათვალიერეს. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, დროებითი ხიდით სარგებლობას მოქალაქეები ხვალიდან შეძლებენ.

“აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი – ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება დაზიანებისთანავე. სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. უკვე დასრულების ეტაპზეა დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები, კონსტრუქცია უკვე მოწყობილია და ხვალ, დღის ბოლომდე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დროებითი ხიდით. რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთის სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს პროექტირება, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა,“-განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0