დროა ზეიმის ნაცვლად გლოვა გამოაცხადოთ

06/07/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“ლგბტ ორგანიზაციებს და ქართველთმოძულეებს ზეიმი აქვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ერთი სქესის პირთა ქორწინების რეფერენდუმი გაუქმდა. მინდა მოგახსენოთ, რომ ქართველთმოძულეების ზეიმი ფუჭია.ცსკ-ს განცხადება ეხება ბატონი გიორგი ყორღანაშვილის ინციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ბატონი გიორგი გარდაიცვალა და ამიტომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე. რაც შეეხება ჩვენს მიერ ინციირებულ რეფერენდუმს ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, ორშაბათს ხელმოწერები ცსკ-ში იქნება და რეფერენდუმს წინ ვერაფერი დაუდგება.რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება და ერთი სქესის პირთა ქორწინება აუცილებლად აიკრძალება. ნაცებო, რესპუბლიკელებო,გვახარიებო, ლომჯარიებო, გიგაურებო და სხვა ლგბტ ორგანიზაციებო ტყუილად ზეიმობთ, მგონი დროა ზეიმის ნაცვლად გლოვა გამოაცხადოთ.ქართველი ერის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება!!!!!”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0