დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებს „სპორტის შესახებ“ კანონი დაარეგულირებს

05/04/2023

„სპორტის შესახებ“ კანონი დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებს დაარეგულირებს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით მომზადებული – ცვლილება, პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, სრულდება საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და რეგულირდება სამართლებრივი ჩარჩო სპორტში დოპინგის გამოყენებასთან მიმართებაში. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება დოპინგთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები და მკაფიოდ განისაზღვრება სფეროში ჩართული მხარეების – სამინისტროს, ანტიდოპინგური სააგენტოს და სპორტული ფედერაციების ფუნქციები და პასუხისმგებლობები. კანონპროექტი პარლამენტმა, მიმდინარე სასესიო კვირას, დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0