«დმანისობა 2023» გაიმართა

27/09/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დმანისის მუნიციპალიტეტში «დმანისობა 2023» აღინიშნა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად ესწრებოდა. მეფე დავით აღმაშენებლის მიერ, დმანისის შემოერთებით საქართველოს გამთლიანებიდან 900 წელი გავიდა რის აღსანიშნადაც სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული ღონისძიება «სამეფო ნადიმი». დღის მანძილზე მოეწყო სხვადასხვა სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები, ატრაქციული და საგამოფენო სივრცეები, მუნიციპალური კუთხეები ასევე, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატი გოგი მეშველიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, დმანისისა და აგარა-ტაშირის მიტროპოლიტი, ზენონი (ლარაჯული), ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0