დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

22/01/2024

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. მერის ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო იმ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც დმანისის მერიის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. მერის განცხადებით დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, დასრულდა ბევრი პროექტი, რომლებიც მორგებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, დეპუტატი, სოზარ სუბარი, დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0