კრწანისში ისტორიული იერ-სახე კიდევ ერთ ქუჩას უბრუნდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დიუმას ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 1760 კვ.მ-ზე ფართობზე შესრულდება. ქუჩაზე უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო წლების გამავლობაში დაზიანებულ ასფალტს ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) დაღმართის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. გზის კაპიტალური შეკეთების პროცესს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი გაეცნენ. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.
დიუმას ქუჩაზე ქვაფენილი იგება
14/04/2016