დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართა

30/09/2017

დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ მატჩიდან შემოსული მთლიანი თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.
საფეხბურთო მატჩში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები ესტუმრნენ, როგორებიც არიან ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა და სხვები.
საქველმოქმედო მატჩს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0