დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით მუხრანში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

26/03/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ექიმთა მულტიმედიური ჯგუფის მიერ სხვადასხვა უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
აქცია მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
ამ ტიპის საქველმოქმედო აქციები მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის დაგეგმილი, რომლის განხორციელებაც ეტაპობრივად მოხდება, ყოველ მომდევნო შაბათ დღეს.
აქციის მსვლელობისას სოფელ მუხრანში ორგანიზატორებთან ერთად იმყოფებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია და მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გიორგი გაბარაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0