დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზმუნაიგაზში“ შეხვედრა გამართა

10/06/2016

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ თავმჯდომარე საუატ მუმბაევსა და „ყაზტრანსოილის“ გენერალურ დირექტორ ნურტაზ შმანოვთან.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ყაზახური კორპორაციების საინვესტიციო აქტივებზე საქართველოში, მათ სამომავლო გეგმებსა და განვითარების მიმართულებებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიცია, დღეის მდგომარეობით, 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მისი თქმით, დღეს ყაზახურ მხარეს საქართველოში დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საინვესტიციო შესაძლებლობები გაცილებით დიდია. მხარეებმა ისაუბრეს ყაზახური კორპორაციის პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესებზე საქართველოში, მათ შორის, ბათუმის პორტსა და ტერმინალზე, აგრეთვე სასტუმრო „რიქსოსზე“ ლიკანში და მათ ხედვებზე აღნიშნული კომპანიების განვითარების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0