დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის შესახებ კომენტარი გააკეთა

19/05/2016

ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ლარის კურსის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურად მყარდება.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, „აღნიშნული მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა“. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს.
ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად მან ტურიზმი დაასახელა, რომელიც ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე ნავთობის ფასის სტაბილურობა დაასახელა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0