საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმში, სახელწოდებით „OECD EURASIA WEEK 2017“, ფარგლებში შეხვედრები გამართა.
ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მხრიდან დიდია დაინტერესება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. ასევე დიდი ინტერესია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისადმი. განსაკუთრებულია ინტერესი „თბილისის აბრეშუმის ფორუმის“ მიმართ, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმში, სახელწოდებით „OECD EURASIA WEEK 2017“, ფარგლებში შეხვედრები გამართა
25/10/2017