დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

18/07/2016

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია.
პირველი ვიცე–პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში მედიკამენტები 600 მლნ აშშ დოლარამდეა, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ამავე დროს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სახეზეა ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტის საკმაოდ მზარდი ტენდენცია.
შეხვედრაზე დაისვა ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის მონაწილეობით პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ფარმაცვეტული ბიზნესის ყველა მსხვილმა წარმომადგენელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0